დაწყებული გვაქვს მუშაობა, რომ წარმოვადგინოთ კონკრეტული პროექტები, ლოკაციები, ადგილები, თუ რა უნდა იყოს დედაქალაქის განვითარების საინვესტიციო პორტფელში, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს თბილისის ზღვის განვითარების კონცეფციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, საინვესტიციო პორტფელი საერთოდ არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ უცხოელი და ქართველი ინვესტორების დაინტერესება ძალიან დიდია.
„დედაქალაქს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, თუმცა, სამწუხაროდ, პორტფელი არ არსებობს, თუ რა პროექტები შეიძლება იყოს მოთავსებული ამ საინვესტიციო პორტფელში, რომელიც იქნება ყველასთვის თვალსაჩინო და ხელმისაწვდომი. საქართველოს და ჩვენი დედაქალაქის მიმართ ძალიან დიდია უცხოელების მხრიდან ინტერესი, ასევე, ქართული ბიზნესი არის ძალიან გააქტიურებული. დაწყებული გვაქვს მუშაობა, რომ წარმოვადგინოთ კონკრეტული პროექტები, ლოკაციები, ადგილები. თბილისის ზღვის განვითარებას რაც შეეხება, საინტერესო ადგილია, მაგრამ ეს უნდა მოხდეს გენერალურ გეგმასთან თანხვედრაში“, – განაცხადა კალაძემ.