იანვარის თვეში უძრავი ქონების რეალიზაცია შემცირდა. კერძოდ, Colliers International Georgia-ს ინფორმაციით, თბილისში, 2021 წლის იანვარში 1,943 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 14%-ით ჩამორჩება. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 13%-იანი კლება დაფიქსირდა და მოცულობამ 86 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
2021 წლის იანვარში, თბილისში ახალაშენებეული ბინების ბაზრის ზომა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით შემცირდა და 65 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ზომას, მაჩვენებელი 27%-ით, 21 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა.
უძრავი ქონების რეალიზაცია შემცირდა ბათუმშიც. აქ 2021 წლის იანვარში 499 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 29%-ით ჩამორჩება. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 33%-იანი კლება დაფიქსირდა და მოცულობამ 21 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.