LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისსა და ბუქარესტს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იწყება

75

თბილისსა და ბუქარესტს შორის პირადპირი ავიამიმოსვლა იწყება. 31 ოქტომბრიდან კვირაში 2 სიხშირით ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის მიმართულებით ფრენებს რუმინული სახელმწიფო ავიაკომპანია TAROM-ი განახორციელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ რუმინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია TAROM-თან მოლაპარაკებებს 2015 წლიდან აწარმოებდა. როგორც ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ აცხადებენ,  თბილისიდან ბუქარესტის მიმართულებით პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყება ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარების კუთხით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. აქამდე ბუქარესტის მიმართულებით სეზონურ ფრენებს ქუთაისის აეროპორტიდან უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ,,ვიზეარი“ ასრულებდა.

აღსანიშნავია, რომ რუმინული სახელმწიფო ავიაკომპანია ტარომი 1954 წელს დაარსდა, 2010 წლიდან ის Sky Team ალიანსის წევრია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები