LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისსა და დიდ ქალაქებში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს (ფოტოები)

321
aqcia 1

ამ წუთებში თბილისში, რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები “რესპუბლიკის მოედნიდან” “თავისუფლების მოედნამდე” მსვლელობას აწყობენ. სოლიდარობის აქციას სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსებიც უერთდებიან. როგორც ისინი აცხადებენ, უკრაინის მხარდამჭერი აქცია ყოველდღიურად უნდა გაიმართოს.

აქციები იმართება დიდ ქალაქებში. მათ შორის, „სოლიდარობა უკრაინას, არა აგრესიას!“ – ამ სლოგანით საპროტესტო გამოსვლა იყო ქუთაისში.  ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და ჟურნალისტები რუსეთის ქმედებებს აპროტესტებდნენ და სრულ მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინელ ხალხს.

აქცია ქუთაისში სპონტანურად, სოციალური ქსელით დაიგეგმა და მასში ორასამდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას.

განახლებადი ინფორმაცია რუსეთ-უკრაინის ომზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: ომი უკრაინაში 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები