LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისსა და გარდაბანში ფალსიფიცირებული პერსილის, არიელის, ფეირისა და დომესტოსის საწარმოები აღმოაჩინეს

151

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქ თბილისში და გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს არარეგისტრირებული ორი საწარმო, სადაც  სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ამზადებდნენ სარეცხ საშუალებებს – “ABC”, “პერსილი”, “არიელი”, “კალგონი”, “ფეირი”, “ფენა”, “გუტა” და “დომესტოსი”.

უწყების ინფორმაციით, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სარეცხი საშუალებების დასამზადებლად განკუთვნილი დიდი ოდენობით ქიმიური ნივთიერებები, ეტიკეტები, ბოთლები, ტექნიკური მოწყობილობები, ასევე სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 2000 ერთეულამდე სხვადასხვა დასახელების სარეცხი საშუალება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები