დღეს, 5 ნოემბერს, დედაქალაქსა და ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი.
როგორც „ფორტუნასთან“ მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განაცხადა, პიკი მოსალოდნელია 16-17 საათისთვის, რის შემდეგაც ქარის სიძლიერე თანდათან დაიკლებს:
„ქრის ძლიერი ქარი. თანდათან გაძლიერდება, პიკი 16-17 საათისთვის იქნება, 17:00 საათიდან კი ქარის სიძლიერე თანდათან დაიკლებს და საღამოს ყველგან მკვეთრად შესუსტდება.
თბილისსა და ზოგიერთ რაიონში ქარის მაქსიმალური სიჩქარე 20-25 მეტრი წამში იქნება.
აეროპორტში უკვე ძლიერი ქარია – 19 მეტრი წამში, ველოდებით კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას.
6 ნოემბრიდან ქარი მოსალოდნელი აღარ არის“, – უთხრა „ფორტუნას“ დოდო გვაზავამ.