დედაქალაქში 2 ახალი საბაგიროს მშენებლობა იგეგმება. თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მშენებლობა მომდევნო 4 წლის განმავლობაში დასრულდება.
„ორი ახალი საბაგირო: ისანი-მეტრომშენის- ვაზისუბნის და სარაჯიშვილი-ზღვის უბნის დამაკავშირებელი დერეფნების მშენებლობა მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაიწყება და დასრულდება. ასევე, დასრულდება რუსთაველი- მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა“, – განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.
პროექტის სხვა დეტალებზე ირაკლი ხმალაძეს დღეს არ უსაუბრია.