LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში 2 უფასო სასადილო დახურეს

380
BeFunky-collage - 2020-07-07T111729.216

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა, დედაქალაქში სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა სასადილოები შეამოწმა. გეგმიური კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ რამდენიმე ობიექტი სავალდებულო კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა. სააგენტომ ორი უფასო სასადილო დახურა და დააჯარიმა.

“სახელმწიფო კონტროლი 63 ობიექტზე განხორციელდა, საიდანაც კრიტიკული შეუსაბამობა მხოლოდ 2 შემთხვევაში აღინიშნა. სააგენტოს სპეციალისტებმა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, ბიზნესოპერატორებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს და დააჯარიმეს. სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტების, მათ შორის სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა სასადილოების შემოწმებას მუდმივად ახორციელებს. მოწმდება სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის შენახვის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი და პროდუქციის ვარგისიანობა”, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

მათი ინფორმაციით, გააქტიურებული კონტროლისა და სააგენტოს სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების შედეგად, დარღვევების რაოდენობა შემცირებულია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g