LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში 25 ივლისიდან 2 სექტემბრამდე ქუთაისის ქუჩა გადაიკეტება

121

თბილისში, 25 ივლისიდან 2 სექტემბრის ჩათვლით, დაგეგმილი კაპიტალური სამუშაოებიდან გამომდინარე, ქუთაისის ქუჩა გადაიკეტება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 25 ივლისს, 11:00 საათიდან ქუთაისის ქუჩაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლისა და კანალიზაციის ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. მიწისქვეშა სისტემების მოწესრიგების შემდგომ, დიდუბის გამგეობა უზრუნველყოფს გზისა და ტროტუარების მოასფალტებას.

დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტები: N51 ავტობუსი წერეთლის გამზირიდან ჩაუხვევს ცაბაძის ქუჩაზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ავა ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე და გზას განაგრძობს დადგენილი სქემით.

მიკროავტობუსები კი, ქუთაისის ქუჩის ნაცვლად, წერეთლის გაზირიდან მოუხვევენ გვეტაძის ქუჩაზე და აგლაძის ქუჩიდან გადავლენ ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე.

რაც შეეხება ვახუშტის ხიდიდან აგლაძის ქუჩისაკენ მოძრავ მიკროავტობუსებს, ჩავლენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და ხოშარაულის ქუჩის გავლით მოხვდებიან აგლაძის ქუჩაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g