LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Four Seasons Hotel Georgia აშენდება

330

თბილისში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Four Seasons Hotel Georgia აშენდება. როგორც სასტუმროს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, სასტუმრო რუსთაველის 12 ნომერში გაიხსნება და პროექტის საინვესტიციო მოცულობა 70 მილიონი დოლარი იქნება.

”დაინგრევა შენობა, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, უკვე დიდი ხანია დასანგრევია. მის ნაცვლად, აშენდება თანამედროვე სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Four Seasons Hotel Georgia”, – ნათქვამია სასტუმროს ფეისბუქის გვერდზე.

როგორც ცნობილია, მშენებლობის დროს 300 ადამიანი დასაქმდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი სასტუმროში მუდმივად  150 ადამიანი იქნება დასაქმებული.

მშენებლობას კომპანია Shin Takamatsu Architect & Associates Co განახორციელებს. Four Seasons Hotels And Resort-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში კომპანია “აირზენაა”.

Four Seasons Hotels and Resorts მსოფლიო ბრენდია, რომლის სასტუმროები წარმოდგენილია : ამერიკაში, იტალიაში, ინგლისში, რუსეთში, აზერბაიჯანში და სხვა ქვეყნებში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები