LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში აღინიშნება საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე

87

თბილისში დღეს აღინიშნება საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე 2018.

ველომარათონი „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ორგანიზებით ტარდება და გარბენში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ველომარათონი სტარტს აიღებს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან. ველოსიპედისტთა ნაკადი თავისუფლების მოედანთან მობრუნდება და რბოლას პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაასრულებს.

„დღე მანქანის გარეშე“ 2000 წელს დაარსდა. მას ევროპის ათეულობით ქალაქი უერთდება, ხოლო თბილისში უკვე მესამედ აღინიშნება. საერთაშორისო დღის მოწოდებაა, რომ მოქალაქეებმა ერთი დღით მაინც თავი შეიკავონ კერძო ავტომანქანებით სარგებლობისგან, იმოძრაონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხით ან ველოსიპედით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები