თბილისში, აგლაძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი და მას სამედიცინო დახმარება უტარდება.
