LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ახალაშენებული საცხოვრებელი ბინები და კერძო სახლები გაძვირდა

198
საცხოვრებელი ფართი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2024 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 5.2%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 10.4% შეადგინა.

საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

საანგარიშო პერიოდში ფასების ზრდა დაფიქსირდა, როგორც საცხოვრებელი ბინების (4.7%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (6.7%).

ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში, 1 კვ.მ-ის ღირებულების მიხედვით, ბინები ყველაზე ძვირი ღირდა: ბინების სეგმენტში – მთაწმინდაზე (5987 ლარი), ვაკესა (5451 ლარი) და საბურთალოზე (4174 ლარი), ხოლო კერძო სახლების სეგმენტში – მთაწმინდაზე (4472 ლარი), დიდუბესა (3656 ლარი) და ვაკეში (3558 ლარი).

magti 5g