LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ახალი პანთეონის მოწყობის პროექტზე მუშაობა დაიწყო

204

მახათას მთაზე მდებარე ტერიტორიას, სადაც ახალი პანთეონი უნდა განთავსდეს, თბილისის საკრებულომ სასაფლაოს სტატუსი მიანიჭა.

როგორც ”ფორტუნას” მერიაში განუცხადეს, ამ დროისთვის მუშაობა არქიტექტურულ-გეგმარებით ნაწილზე მიმდინარეობს, მუშავდება პანთეონის პროექტი.

თბილისის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ახალი პანთეონი მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარედ განთავსდება. ამისთვის მერიამ 17 ათას 188 კვ.მ ტერიტორია გამოყო.

ახალი პანთეონის მოწყობა მერიამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დიდუბის პანთეონი დაიხურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები