თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
“ფორტუნას” ინფორმაციით, დაჭრილი არასრულწლოვანია.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.