„თბილისში არასრულწლოვანმა, თანამზრახველებთან ერთად ერთ-ერთ მაღაზიიდან 42 მობილური ტელეფონი და თანხა მოიპარა – ბრალდებული დაკავებულია“ – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მალევე დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
