თბილისში მომხდარი ავარიის შედეგად 16 წლის მოზარდი დაიღუპა. როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტომობილი ხეს შეეჯახა, შემთხვევის შედეგად დაშავდა 3 ადამიანი.
შსს-ის ცნობით, გამოძიება ტრასნპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევაზე დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.