LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ბანერზე გამოკრულმა რეკლამამ  უფლებადამცველების აღშფოთება გამოიწვია (ფოტო)

1546
barati

„ჩათლახბარათი“ – ასეთი რეკლამა არის გამოკრული ბილბორდებზე თბილისში, რითაც ერთ-ერთი მასაჟის სალონი საკუთარ მომსახურებას აანონსებს. მათი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე აღნიშნულია, რომ ისინი ვერ შველიან თიაქარს, არც განვადება აქვთ და კლიენტებს არც სექსს სთავაზობენ, თუმცა „ჩათლახბარათის“ და ე.წ. სლავური მასაჟის სარეკლამოდ ფულს აშკარად არ იშურებენ და სხვადასხვა საიტს უკვეთენ სარეკლამო სტატიებს, ბილბორდებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მათ ყველა პოსტერზე შილიფად ჩაცმული მანდილოსნები არიან გამოსახულნი.

უფლებადამცველი ბაია პატარაია მოუწოდებს სამართალდამცველებს, დაინტერესდნენ ამ სარეკლამო კამპანიით.

ბაია პატარაია:

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia თქვენ ვერ ხედავთ ამ ამბავში ბორდელის რეკლამას? შეგახსენებთ, რომ ჩვენი კანონმდებლობით ისჯება პროსტიტუციისთვის ადგილის დათმობა და ა.შ.

ქუჩაში რომ დაერევით ხოლმე ქალებს და ხელებგადაგრეხილებს მიარბენინებთ პოლიციაში, ვითომ დიდი კრიმინალები დააკავეთ ისე. (სხვათა შორის სექს-მუშაკი არც ადმინისტრაციულად არ უნდა ჯარიმდებოდეს, თუ ვინმეს დაჯარიმების ვნება გაქვთ, სექსის მყიდველი დააჯარიმეთ). რატო “მამაშებს” და “ფიმფებს” არ აკავებთ? იმათ, ვინც სხვის სექს-სამუშაოზე თვითონ მდიდრდება სრულიად უკანონოდ?

ჟურნალისტი გიორგი ზურაბიშვილი ასევე გამოთქვამს მოსაზრებას ზემოხსენებული ბილბორდებზე:

გიორგი ზურაბიშვილი:

ამ ქვეყანაში კიდევ რამე თუ გამაკვირვებს, არ მგონია ხოლმე, მაგრამ ფაქტია, თითქმის ყოველ დღე მაინც გაკვირვებული ვრჩები… თბილისის ცენტრში, ვერის და ვაკის საზღვარზე, ყოფილი ჩაის სახლის ადგილას, გამოკრულია აი ეს ბილბორდი – “ჩათლახ ბარათის” რეკლამა, რომელიც გვიანონსებს, რომ შეგვიძლია, სლავური მასაჟით, ანუ სლავური ბორდელით, “ჩათლახ ბარათის” საშუალებით ვისარგებლოთ.

ღმერთო, სად ვკდებით? რამე რეგულაცია საერთოდ არსებობს ამ ქალაქში? შუა პლეხანოვზე, სახლის წინ რომ ჩინური ბორდელი გამიხსნეს და ყოველ დღე სადარბაზოსთან ჩვენი ქალაქის საუკეთესო კონტინგენტის ხილვა მიწევს, თანაც უგუნოდ მთვრალ და აგრესიულ მდგომარეობაში, მაგას კიდევ ავიტან, მაგრამ ასე ბილბორდებზე დარეკლამება ოფიციალურად არალეგალური ბიზნესის უკვე მგონი ნამეტანი თავხედობაა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g