LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ბიბლიოთეკარების ტესტირება მაისის ბოლოსთვის გადავადდა

116

ბიბლიოთეკარებს ტესტირებისთვის მოსამზადებლად დამატებით ერთი თვე მიეცემათ. ამის შესახებ დღეს თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ დედაქალაქის მერიაში, ბიბლიოთეკარებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მერის მოადგილის თქმით, ტესტირების თარიღის გადაწევა ბიბლიოთეკარებმა წინა შეხვედრაზე ითხოვეს.

„ჩვენ უკვე მესამედ შევხვდით ბიბლიოთეკარებს და კიდევ ერთხელ განვუმარტეთ, თუ რა პროცედურებია საჭირო იმისთვის, რომ ტესტირებამდე სწორად მივიდეთ. მეორე შეხვედრაზე ბიბლიოთეკარების მხრიდან იყო თხოვნა, რომ კიდევ ერთი თვით გადაგვედო სამზადისი, რომ თავის თავში განმტკიცებულიყვნენ და ტესტირებამდე სწორად მივსულიყავით, რაც დაკმაყოფილდა“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

ბიბლიოთეკარების ტესტირება 29 აპრილს იყო დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g