LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე მზადაა, 15 წლის გიგი ანთაძეს ბიზნესის მოწესიგებაში დაეხმაროს

81

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, მზადაა, 15 წლის გიგი ანთაძეს საკუთარი ბიზნესის მოწესიგებაში დაეხმაროს.

კალაძის თქმით, 15 წლის გიგი ცერებრალური დამბლითაა დაავადებული და გარევაჭრობას ახორციელებს.

15 წლის გიგი ანთაძე, რომელიც ცერებრალური დამბლითაა დაავადებული, წლებია, რუსთაველის გამზირზე საკუთარი საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს ნივთებს ყიდის. მისი ასაკის მიუხედავად, ეს პატარა ბიჭუნა ჩართულია თავის კერძო ბიზნესში. ბოლო პერიოდში გიგი რუსთაველის გამზირზე ფრეშ წვენებს ყიდის და საკუთარი შემოსავლის წყარო აქვს.

ჩვენ გვაქვს რეგულაციები გარევაჭრობასთან დაკავშორებით, რომელიც ქალაქისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც, ვერ მივცემთ შესაძლებლობას, რომ ცალკეულად იყოს გამოყოფილი გიგი და თავის საქმიანობა გააგრძელოს.

მინდა, სოფო ხუნწარიას დავავალო, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ამ ახალგაზრდა ბავშვს, რომელმაც ბიზნესი თავისით შეიქმნა, ყველანაირი პირობა ჰქონდეს. თუ საჭირო გახდა, მეც ჩავერთვები და ფინანსური დახმარებისთვისაც მზად ვიყოთ, გიგის ამ მიმართულებით ყველააირი ხელშეწყობა ჰქონდეს,“ – აღნიშნა კალაძემ.

15 წლის შშმ პირის, გიგის დედის მიმართვა კახი კალაძეს – „არ ვიცოდით, შეძლებდა თუ არა სიარულს, მაგრამ ახლა თავისი ბიზნესი აქვს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები