LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ბინების ფასი გაიზარდა – რამდენი ბინა გაიყიდა მაისში

166
tbilisi2

2023 წლის მაისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,515 ერთეული შეადგინა და წინა წლის მაისთან შედარებით 0.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა კი 8%-ით, 195 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ინფორმაციას Colliers Georgia აქვეყნებს.

მათი ცნობით, 2023 წლის მაისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 3.7%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის მაისთან შედარებით მაჩვენებელი 7%-ით შემცირდა.

„2023 წლის მაისში თბილისში ახალაშენებულ ეკონომ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 14%-ით შემცირდა, მედიუმ და პრემიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 42% და 30%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო ფასი 14%-ით გაიზარდა – მაისში გაყიდვები შემცირდა 

2023 წლის მაისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 6%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი, შესაბამისად, 2% და 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

2023 წლის მაისში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 5%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 2% და 8%-იანი ზრდა დაფიქსირდა“, – აღნიშნულია Colliers Georgia-ს კვლევაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები