LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ბიზნესსექტორისთვის დასუფთავების გადასახადი იზრდება – ტურისტული ობიექტებისთვის კი ერთწლიანი, ათასლარიანი ვაუჩერი შემოდის

119
ირაკლი ხმალაძე

“დასუფთავების მოსაკრებელი მხოლოდ ბიზნესსექტორისთვის და სხვადასხვა დაწესებულებებისთვის იზრდება,” – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ მედიასთან განაცხადა.

მანამდე, თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა, რომელზეც იურიდიული პირებისთვის დასუფთავების გადასახადის ფასის ცვლილებას განიხილავდნენ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

როგორც ხმალაძემ აღნიშნა, დასუფთავების მოსაკრებელი იმ სუბიექტებისთვის იზრდება, რომლებიც მომგებიან საქმიანობას ეწევიან.

მისივე თქმით, ამავდროულად კვების ობიექტებისთვის და სასტუმროებისთვის შემოდის ერთჯერადი, ერთწლიანი 1 000 ლარიანი ვაუჩერი, რომლითაც ეს სუბიექტები 1 იანვრიდან ერთი წლის მანძილზე ისარგებლებენ:

“დასუფთავების მოსაკრებელი იზრდება მხოლოდ ბიზნესსექტორისთვის, სახელმწიფო დაწესებულებებისთვის, საყოფაცხოვრებო სექტორისთვის კი უცვლელი რჩება.

დასუფთავების მიმართულებით მნიშვნელოვან სუბსიდიას ახორციელებს მუნიციპალიტეტი. თუმცა, არ არის სწორი, ბიზნესის მუდმივი სუბსიდირება. შესაბამისად, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მოსაკრებელი იყოს ზუსტად იმდენი, რამდენიც იხარჯება მათი მომსახურების სახით.

დღეს მუნიციპალიტეტი, დაახლოებით, 70% დანახარჯებით ემსახურება ბიზნესსექტორის დასუფთავებას. პირდაპირ გეტყვით, იმის ნახევარი არის დარიცხვა ბიზნესსექტორზე, ვიდრე მათი მომსახურებისთვის იხარჯება. ტურისტული ობიექტებისთვის ერთწლიანი ათასლარიანი ვაუჩერი შემოდის. კვების ობიექტები და სასტუმროები შეძლებენ ერთი წლის განმავლობაში აღნიშნული ვაუჩერის დახარჯვას და შემდეგ დაიწყებენ დასუფთავების მოსაკრებლის გადახდას. ეს არის სუბსიდიის სახით, რასაც მუნიციპალიტეტი მათ სასარგებლოდ გამოყოფს.” – თქვა ირაკლი ხმალაძემ.

დღეს თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა ხელისუფლება ფასების ზრდაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ ამ ცვლილების მიხედვით, ბიზნესს გადასახადი, დაახლოებით, ორჯერ გაეზრდება.

magti 5g