LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში დაკავებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს 3 თვით საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა – რას ამბობს მოსამართლე

131
აფგან სადიგოვი

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს 3 თვის ვადით საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა – გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ მიიღო.

მოსამართლის განმარტებით, სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციით, ბრალდებულს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ბრალად ედება ადამიანებისგან დიდი ოდენობით ქონების ხელში ჩაგდების მიზნით შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების მუქარა.

„დღეის მდგომარეობით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციით, ბრალდებულს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ბრალად ედება ადამიანებისგან დიდი ოდენობით ქონების ხელში ჩაგდების მიზნით შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების მუქარა. ასევე, თანხის მოთხოვნა, რომ არ გავრცელებულიყო გარკვეული შეურაცხმყოფელი ინფორმაციები“, – განმარტა ქეთევან ჯაჭვაძემ

ცნობისთვის, თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დააკავეს – შსს-ს ცნობით აფგან სადიგოვი 2024 წლიდან აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g