თბილისში ე.წ ფეიქრების ქუჩაზე ხანძარია.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სასაწყობე ფართში გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.