LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ერთ-ერთ აფთიაქში ხანძარი გაჩნდა

177
1

თბილისში, დიღმის მასივში, დღეს დილით “ფარმადეპოს” ერთ-ერთ აფთიაქში ხანძარი გაჩნდა.

როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი ცნობილი არ არის.

როგორც მოგვიანებით “რიკო კრედიტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლაშა ნიკოლაიშვილმა BM.GE-ის განუცხადა, ხანძარი თავდაპირველად აფთიაქში გაჩნდა, შემდეგ კი “რიკო კრედიტის” ფილიალზეც გავრცელდა.

ნიკოლაიშვილის განცხადებით, ხანძარმა მათ სერიოზული ზარალი მიაყენა:

“ხანძარი “რიკო კრედიტის” 24-საათიან ფილიალზე, დაახლოებით, დილის 8:00 საათზე გავრცელდა. საბედნიეროდ, შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან სალარო სრულად კაფსულაშია მოთავსებული. ხანძარმა მხოლოდ კაპსულის გარე ფართობი დააზიანა და სერიოზული ზარალი მოგვადგა, იმის მიუხედავად, რომ სახანძრო ბრიგადა გამოძახებიდან ადგილზე მალევე მოვიდა და ხანძრის ლიკვიდირება შეძლო”, – თქვა ლაშა ნიკოლაიშვილმა.

ნიკოლაიშვილმა ხანძრის შესახებ სოციალურ ქსელშიც დაწერა და ფოტო გაავრცელა:

“მშვიდობა არის, “რიკოს” სტანდარტების კაპსულამ შიდა სივრცე და ყველა კლიენტის ნივთი გადაარჩინა” – წერს “რიკო კრედიტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

magti 5g