თბილისში, ერთ-ერთ ბარში, ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ჭრილობები დანით მიაყენეს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.