LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისში, ერთ-ერთ რესტორანთან პოლონეთის 3 მოქალაქეს სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს, ერთ-ერთმა კი მათზე ბლაგვი საგნის გამოყენებით ფიზიკურად იძალადა“ – შსს-მ 2 პირი დააკავა

118
დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა დააკავეს ორი პირი, რომლებმაც, გამოძიების ინფორმაციით, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანთან პოლონეთის სამ მოქალაქეს სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 2004 წელს დაბადებული ს.ჯ. და წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1985 წელს დაბადებული ე.გ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს პოლონეთის სამ მოქალაქეს, ხოლო ფიზიკური დაპირისპირებისას ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ე.გ-მ ბლაგვი საგნის გამოყენებით ფიზიკურად იძალადა მათზე.

მომხდარის შემდეგ, დანაშაულში ბრალდებული პირები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ე.გ. და ს.ჯ. ცხელ კვალზე დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g