თბილისის მერიის წარმომადგენელი, მანანა თოქმაჯიშვილი ავრცელებს ფოტოებს თბილისის ერთ-ერთი უბნიდან, სადაც, მისი თქმით, ლევან მშვილდაძემ უბრალო ხის კუნძი ულამაზეს ქოთნად აქცია.
გთავაზობთ მანანა თოქმაჯიშვილის სტატუსს:
„ამბავი ნაგვით სავსე უსარგებლო კუნძისა, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ლამაზ ქოთნად გადაიქცა:)))
არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ უნდა გიყვარდეს შენი ქალაქი, -ასე ამბობს ლევანი, რომელიც თავის ეზოს, ქუჩას ყოველდღე სიყვარულით უვლის და ალამაზებს. Mshvildadze Levan
#ვაკეთოთსიყვარულით“.