თბილისში ”ფიუზ ჩაის ფერადი მარათონი” გაიმართება. ღონისძიებაში, რომელიც 11 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე ჩატარდება, წინასწარი მონაცემებით მონაწილეობას 10 000-მდე ადამიანი მიიღებს. მარათონი „კოკა-კოლას“ ინიციატივით იმართება და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვასა და ახალგაზრდა თაობის წახალისებას ისახავს მიზნად.
ღორნისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, ფერადი მარათონი ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს. რბენის დროს გამოყენებული იქნება სპეციალური, ეკოლოგიურად სუფთა ფერადი ფხვნილი. მარათონი სტარტს 17:00 საათზე, თავისუფლების მოედნიდან აიღებს და ვარდების რევოლუციის მოედანზე, ჯგუფი ”სვანსიხის” კონცერტით და ”ფიუზ ჩაის” დეგუსტაციით დაგვირგვინდება.
მათივე ცნობით, მარათონზე ონლაინ დარეგისტრირებული პირველი 900 მონაწილე საჩუქრად ბრენდირებულ მაისურს მიიღებს. მაისურის მიღება შესაძლებელი იქნება პუშკინის სკვერში, 11 სექტემბერს, 13:00-დან 16:00 საათამდე.
ცნობისთვის, ”ფიუზ ჩაი” “კოკა-კოლას” საფირმო პროდუქტია და საქართველოს ბაზარზე 2013 წლიდან იყიდება. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს შ.პ.ს. „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ ”ფიუზ ჩაის” ადგილობრივად ჩამოსხმის უფლება მოიპოვა და ის უკვე ერთი წელია საქართველოში იწარმოება. საქართველოს გარდა, ქართული ჩამოსხმის ”ფიუზ ჩაი” ექსპორტზე აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და თურქეთში გადის.