პირველ ნოემბერს თბილისში ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული დახმარების ცენტრი – „პომელის ცენტრი“ გაიხსნება. ინფორმაციას jandacva.ge ავრცელებს, რომელიც ცენტრის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ნინო მენაღარიშვილს ესაუბრა.
მენაღარიშვილი ამბობს, რომ ცენტრის სახელწოდება ფრანგი ფსიქიატრის ფილიპ პომელის სახელს უკავშირდება. მისივე ინფორმაციით, ცენტრის მიზანია სწორი დიაგნოსტიკა და რეაბილიტაცია, რათა ადამიანებმა, მიუხედავად გარკვეული პრობლემებისა, ცხოვრებაში ადგილი არ დაკარგონ.
როგორც ნინო მენაღარიშვილი განმარტავს, ცენტრი ორი მიმართულებით იმუშავებს, ესაა კონსულტაცია და ტრენინგები, რომელშიც ფრანგი სპეციალისტებიც იქნებიან ჩართულები. ცენტრი მსურველებს შესთავაზებს როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ თერაპიებს, ის გათვლილი იქნება ყველა ასაკის ადამიანზე და ნებისმიერი ხარისხის პრობლემის გამოსწორებაზე – დაწყებული ნევროზით, შფოთვებით, დამთავრებული მძიმე ფსიქიატრიული პათოლოგიებით – შიზოფრენიითა და ფსიქოზებით.
ცენტრი ბაქრაძის ქუჩა #9-ში განთავსდება.