ხაშურელი ბიჭი, რომელიც თბილისში, ზოოპარკის სანახავად მარტო გამოიპარა და უკან იმედგაცრუებულს მოუწია დაბრუნება, ახლა თბილისის ზოოპარკშია.
დათო ნოზაძეს ოცნება საპატრულო პოლიციამ აუსრულა.
სავარაუდოდ, მას არც მომავალში ექნება ზოოპარკში ვიზიტის დეფიციტი, რადგან ზოოპარკის ადმინისტრაციამ მას 1-წლიანი უფასო აბონემენტი აჩუქა.
დათოს ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძეც შეხვდება და მას თავად დაათვალიერებინებს ვოლიერებს, შემდეგ კი ცხოველების ზოოპარკში გამოკვების პროცესსა და შიდასამზარეულოს გააცნობს.
ბიჭს ყველაზე მეტად გველების, ვეფხვის და ლომის ნახვა აინტერესებს.
დათო თბილისში ზოოპარკის სანახავად გამოიპარა. ის მატარებელს გამოჰყვა თუმცა, თბილისში დააღამდა. ქუჩაში მარტო მიმავალი ბიჭი პატრულის თანამშრომლებმა შეამჩნიეს და გამოელაპარაკნენ, შემდეგ კი მშობლებთან დააბრუნეს.
“ლიბერალის” ვიდეო