LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში „გურულების მარში“ მიმდინარეობს

148
ბარიერგადალახული პარტიების ბრიფინგი (2)

თბილისში „გურულების მარში“ მიმდინარეობს.

მსვლელობა ევროპის მოედნიდან დაიწყო. მასში მონაწილე მოქალაქეები მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიდიან. ისინი სკანდირებენ: „საქართველო“, „არჩევნები“.

როგორც ჟურნალისტებთან მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა ლადო აფხაზავამ აღნიშნა, „ამდენი გურული თბილისში რომ ჩამოვა, კარგად არ არის საქმე“.

„დღეს ბევრი გურული შეიკრიბა. კარგად არ აქვს საქართველოს საქმე, მაგრამ არც ბიძინა ივანიშვილს აქვს საქმე კარგად. მოუწევს მას ამდენი პროფესიის ადამიანს გაუსწოროს თვალი, ყველა კუთხე გამოვა. ჩვენ არ დავიღლებით. გვინდა, საქართველო თავისუფალი იყოს“, – აღნიშნა ლადო აფხაზავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g