LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ჰიგიენური ქაღალდების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნება

427

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დღეს ჰიგიენური ქაღალდების მწარმოებელი საწარმო გაიხსნება. ქარხანა შპს „ტისუპეიპერს“ უკუთვნის, რომელიც შეეცდება კონკურენცია იმპორტიორ კომპანიებს გაუწიოს. ახალი ქარხანა მაკულატურასა და ცელულოზს გადაამუშავებს და ჰიგიენური ქაღალდების წარმოებასა და რეალიზაციას შეძლებს. პროდუქცია ადგილობრივად დამზადდება და ბრენდების – „ეკო“, „ასფურცელა“ და „ეკოფეიფერი“ სახელწოდებით – მომხმარებელს მაღალ ხარისხს და კონკურენტულ ფასებს შეთავაზებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია, სადაც ამჟამად 85 ადამიანია დასაქმებული, საწარმოს სრული სიმძლავრით ამუშავებისას 100-მდე ადამიანს დაასაქმებს და ყოველთვიურად 170 000 კგ. ჰიგიენურ ქაღალდის წარმოებას შეძლებს. ამასთან, შპს „ტისუპეიპერის” სამომავლო გეგმებია, პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა და ექსპორტის წარმოება სომხეთსა და აზერბაიჯანში.

ცნობისთვის, შპს „ტისუპეიპერი“ თბილისში, სამგორის რაიონში, ქიზიყის №12-ში მდებარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს.
განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 11 560 000 ლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები