LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში H&M-ის მეორე მაღაზია გაიხსნა

1152

მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა საერთაშორისო სავაჭრო ბრენდმა H&M საქართველოში რიგით მეორე მაღაზია გახსნა. ახალი ფილიალის კარი მომხმარებლებისთვის დღეს, 31 მაისს, 12:00 საათზე სავაჭრო და გასართობ ქალაქ “ისთ ფოინთში” გაიღო.

2000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ ორ სართულიან მაღაზიაში, წარმოდგენილია ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლისა და აქსესუარების სრული ასორტიმენტი.

გახსნის დღე სავსე იყო სიურპრიზებით:

✔ ახალი მაღაზიის კარი ყველასათვის კარგად ნაცნობმა და საყვარელმა წამყვანებმა გახსნეს

✔პირველმა 100-მა ვიზიტორმა საჩუქრად 30-ლარიანი ვაუჩერი მიიღო

✔გახსნის დღეს (დღის ბოლომდე) ყველა სტუმრისათვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება ერთ რჩეულ ნივთზე.

შეგახსენებთ, H&M-ის პირველი მაღაზია საქართველოში 2017 წლის შემოდგომაზე გაიხსნა და ის ახალ სავაჭრო ცენტრ ”გალერია თბილისში” განთავსდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g