LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ინოვაციური სავარჯიშო დარბაზი Kangoo Jumps გაიხსნა

421

Kangoo Jumps-არის სპორტი სახეობა, რომელიც აქტიურად გამოიყენება წონის კორექციისთვის. თამაშის მთავარ ატრიბუტს წარმოადგენს ფეხსაცმელი, რომელსაც აქვს ამორტიზება, რის შედეგადაც მუხლების და სახსრების დატვირთვა მცირდება 80%ით, ხდება მეტაბოლიზმის აჩქარება და ლიმფურ სისტემაში ორგანული ტოქსინების დასუფთავება. საქართველოში Kangoo Jumps-ს კომპანია Zero Gravity წარმოადგენს.

როგორც ”ფორტუნა პლუსს” Zero Gravity-ში განუცხადეს, Kangoo Jumps-ის საშუალებით ერთი საათის მანძილზე იწვება 1000 კალოლრია და ადამიანები წონაში რამდენიმე კვირის განმავლობაში იკლებენ. ამ ყველაფერთან ერთად აღსანიშნავია ისიც, რომ სპორტის ეს სახეობა საკმაოდ სახალისოა.

Kangoo Jumps-ი ეფექტური და ხელმისავწდომია ყველასთვის. მსურველებს ერთჯერად გაკვეთილზე დაწრება 20 ლარად შეუძლიათ, 12 გაკვეთილი – 200 ლარი, ხოლო 8 გაკვეთილი 140 ლარი ღირს.

Kangoo Jumps კანადელმა ორთოპედმა გრიგოლი ლეხემომ გამოიგონა, დაზიანებული მუხლებისა და სახსრების რეაბილიტაციისთვის. მოგვიანებით კი პატენტი შვეიცარიიელმა დავით ნავილმა შეიძინა და ის 2004 წელს ფიტნეს გამოფენაზე პარიზში წარადგინა. Kangoo Jumps-ის ოფისი წამომადგნილია ევროპის ყველა ქვეყანაში, ავსტრალიაში, აშშ-ში, ახლო აღმოსავლეთსა და ლათინურ ამერიკაში.

საქართველოში Kangoo Jumps-ის ოფისი მიცკევიჩის 25გ-ში მდებარეობს და სამშაბათსა და ხუთშაბათს 12:30 და 20:00 საათებზე მუშაობს, ხოლო შაბათ-კვირას მხოლოდ 12:30 საათზე. გარდა ამისა საიტზე kangoocluboom.com მსურველს შესაძლებლობა აქვს ნახოს და შეუკვეთს მისთვის სასურველი Kangoo Jumps-ი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები