LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, კავსაძის ქუჩაზე ხე წაიქცა

430
BeFunky-collage (9)

ძლიერი ქარის შედეგად, თბილისში, კავსაძის ქუჩაზე ხე წაიქცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე იმყოფება ვაკის რაიონის გამგებელი. დავით კვინიკაძის განცხადებით, დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი, ასევე მცირედით დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის სახურავი.

„შემთხვევა გამოიწვია ძლიერმა ქარმა, რომელიც გაგრძელდა რამდენიმე წუთი. სამწუხაროდ გვაქვს რამდენიმე წაქცეული ხე რაიონში. ჩვენი ყველა სამსახური მობილიზებულია და უახლოეს წუთებში მოხდება ლოკალიზება. საბედნიეროდ არავინ არ არის დაშავებული. მხოლოდ რამდენიმე მაქანა არის დაზიანებლი.

ბინები არ არის დაზიანებული, უბრალოდ სახურავის პატარა ფრაგმენტი დაზიანდა, რომელსაც შევარემონტებთ, რა თქმა უნდა. დაახლოებით ოთხი სხვადასხვა ცხელი წერტილი გვაქვს, ოთხი ხე არის წაქცეული. მხოლოდ ხეებთან დაკავშირებით იყო გამოძახება. მიმდინარეობს შესწავლა და ამის შემდგომ იქნება გადაწყვეტილებები ზიანზე“. – განაცხადა ვაკის გამგებელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g