თბილისში, კიევის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილი 70 წლამდე მამაკაცია.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, კიევის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი, დაახლოებით, 1 საათის წინ გაჩნდა. ცეცხლი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულსა და სახურავს გაუჩნდა.
ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.