LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში კიდევ ერთი სკვერი გაანადგურეს

178

თბილისში, კიდევ ერთი სკვერი გაანადგურეს, რომელიც დიდუბის რაიონში მდებარეობს.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში სალომე პაშტიანი წერს.

მისი თქმით, ქვეყანაში აზროვნების პრობლემაა და მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც მსგავს სილამაზეებს ანადგურებს, ვერ ხვდება, რომ საერთო ქონებასაც ისე უნდა მოეპყროს როგორც საკუთარს.

“ეს სილამაზეები დიდუბის რაიონის გამგეობამ მოსახლეობას გაუკეთა. სამწუხაროდ ჩვენთან განსხვავებულს და ლამაზს განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობიან. ეს იმათმა გააკეთეს ვისაც ყველასთან და ყველაფრის მიმართ აქვს პრეტენზია, საკუთარი თავის გარდა. იმედია ოდესმე შეიცვლება ჩვენი აზროვნება და საერთო ქონებას ისე მოვეპყრობით, როგორც საკუთარს”, – წერს პასტიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g