თბილისის მერია ელექტრომობილი ტაქსებისთვის სპეციალური პარკირების ადგილების გამოყოფას იწყებს.
დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა ამ ინიციატივის მხარდასაჭერად საკრებულოს მიმართა და საკითხი დადებითად გადაწყდა. სპეციალური პარკირების ადგილების სტატუსი ელექტრო ავტომობილების დამუხტვისთვის განკუთვნილ ლოკაციებსაც მიენიჭებათ.
ამგვარ პარკინგებზე შიდაწვისძრავიანი ავტომანქანების გაჩერება აკრძალული იქნება.
მერიის განცხადებით, „სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესში“ ცვლილებების შეტანა ელექტრომობილების წასახალისებლად გადადგმული კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.
სექტემბერის ბოლოს, მერიის მხარდაჭერით, დედაქალაქის ორ წერტილში პირველი დასამუხტი წერტილები გაიხსნა. ხოლო, ელექტრო ტაქსების შემოყვანის სურვილი უკვე რამდენიმე კომპანიამ გამოთქვა.