პოლიციამ თბილისში დანაშაულის მომზადების პროცესში კრიმინალური დაჯგუფების 5 წევრი დააკავა.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების, ასევე, ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ყაჩაღობის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით, დანაშაულებრივი დაჯგუფების 5 წევრი ერთობლივად დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 4 პირი: 1977 წელს დაბადებული, წარსულში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ნასამართლევი ნ. მ., 1960 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური და ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი დ.გ., 1960 წელს დაბადებული, ადრე ყაჩაღობისთვის ნასამართლევი გ.მ. და 1965 წელს დაბადებული ნ.კ. 18 ოქტომბერს დააკავეს. დანაშაულებრივი ჯგუფი თბილისში, ჯანჯღავას ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლზე ჯგუფურად ყაჩაღურ თავდასხმას აპირებდნენ.
დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახით კიდევ ერთი პირი დააკავეს: 1986 წელს დაბადებული ზ.მ. პოლიციამ, ერთ-ერთი დაკავებულის – გ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. დაკავებულების სარგებლობაში არსებული ავტომანქანიდან, ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, დანაშაულის ჩადენისთვის საჭირო ნივთები და ნიღბები.
ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა დანაშაულებრივი ჯგუფის მე-5 წევრი, 1965 წელს დაბადებული კ.დ. ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ჯგუფი მიმდინარე წელს, 28 აგვისტოს, დაბა ოქროყანაში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლს ყაჩაღურად თავს დაესხნენ. მათ ოჯახის წევრებს ძალადობის მუქარით წაართვეს პირადი ნივთები, ფული, ძვირად ღირებული ოქროს სამკაულები, რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ავტომობილი და მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით დაადგინეს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ყაჩაღობის მიზნით ერთ-ერთი ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმას ავჭალაშიც გეგმავდნენ, თუმცა პოლიციამ მოსალოდნელი დანაშაული დროულად აღკვეთა.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ყაჩაღობის, დანაშაულის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ასევე, 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-მ ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით 3 მამაკაცი დააკავა
მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.