LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ლეიბების საწარმო შეიქმნება

59

სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში თბილისში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს Toma-ს თბილისში, ქინძმარაულის ჩიხი #4-ში  მდებარე 671 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა გადასცა.

აღნიშნულ უძრავ ქონებაზე კომპანია ლეიბების  საწარმოს შექმნის, რისთვისაც  არანაკლებ 472 350 ლარის ინვესტიციას განახორციელებს  და დაასაქმებს 30 ადამიანს.

შპს Toma ბაზარზე უკვე 7 წელია  პოზიციონირებს და მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სახის  სახელმწიფო ტენდერებში.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, პროგრამა „ააწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კომპანია შეძლებს წარმოების გაფართოვებას და უფრო მეტი პროდუქციის რეალიზებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g