თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე ავტომობილიდან გაისროლეს. შემთხვევა 22 ივლისს მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, საღამოს ორმა პირმა უმისამართოდ რამდენჯერმე გაისროლა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული პირები იდენტიფიცირებულები არიან და ამოღებულია პნევმატიკური იარაღი.