Tickets Online GROUP თბილისში რუსი კომედიანტის, მაქსიმ გალკინის სოლოკონცერტის ჩატარებას გეგმავს. ღონისძიება, სავარაუდოდ, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.
კომპანიამ თავად გაავრცელა ეს სიახლე და დაახლოებით თარიღად 2020 წლის ოქტომბერი აქვთ დასახელებული, თუმცა fortuna.ge-სთან საუბრისას Tickets Online GROUP-ის პიარმენეჯერმა, ირაკლი კობერიძემ განაცხადა, რომ ჯერჯერობით არტისტთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ზუსტი თარიღის დასახელების უფლება არ აქვთ.
როგორც ირაკლი კობერიძემ აღნიშნა, მაქსიმ გალკინს საკმაოდ დატვირთული ტურნე აქვს და ქართულ კომპანიას სურს, ამ ტურნეს ნაწილი საქართველოც გახდეს.
