LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში Mcdonald’s-ის კიდევ ერთი რესტორანი აშენდება

580
the-true-story-behind-the-mysterious-mcdonalds-gold-card-673955074-Vytautas-Kielaitis-1024x683

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, ფეხსაცმლის ქარხანაისნისმიმდებარედ შპს „თ და კ რესტორნებისათვის“ Mcdonald’s-ის რიგით მე-16 რესტორანს ააშენებს, რისთვისაც მინიმუმ 6 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და არანაკლებ 35 ადამიანს დაასაქმებს.

ბიზნესის მხარდასაჭერად კომპანიას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 7000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 761 500 ლარად, საინვესტიციო პირობებით გადაეცა.

ცნობისთვის, შპს და რესტორნებიუკვე 20 წელია წარმატებით ახორციელებს Mcdonald’s-ის საერთაშორისო ქსელის რესტორნების ოპერირებას საქართველოში. დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 15 რესტორანი, სადაც დასაქმებულია 1000-მდე ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები