LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომის დაწყების შემდეგ პირველად, McDonald’s უკრაინაში მუშაობას განაახლებს

73
_126284055_whatsubject

ომის დაწყების შემდეგ პირველად, McDonald’s უკრაინაში მუშაობას განაახლებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ცნობილი ამერიკული სწრაფი კვების ქსელი იმედოვნებს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს “ნორმალიზების მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი გრძნობის” აღდგენას.

BBC -ის ცნობითვე, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, კიევსა და დასავლეთ უკრაინაში ეტაპობრივად გაიხსნება რესტორნები იმ ადგილებში, რომლებიც უსაფრთხოდ მიიჩნევა.

აღსანიშნავია, რომ ომის დაწყებამდე, McDonald’s-ს უკრაინაში 100-ზე მეტი რესტორანი ჰქონდა. მუშაობის შეჩერების მიუხედავად, კომპანია აგრძელებს ხელფასების გადახდას 10000-ზე მეტი თანამშრომლისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები