LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში მდებარე რესტორანი covid-ვაქცინით აცრილ მოქალაქეებს ნახევარ ფასად მოემსახურება

188
დდდ

თბილისში მდებარე ქართული რესტორანი „მანჯისთან“ covid-ვაქცინით აცრილ მოქალაქეებს ნახევარ ფასად მოემსახურება. ინფორმაცია აღნიშნული კვების ობიექტის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება. ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც რესტორანს „მანჯისთან“ ესტუმრება და covid-ვაქცინით აცრის დოკუმენტს წარადგენს, 50%-იან ფასდაკლებას მიიღებს.

„ჩვენთან ასეთი ამბავია…. ვინც კორონას ვაქცინას იკეთებს მოდის “მანჯისთან”, სადაც განსაკუთრებული ფასდაკლება ელოდება. p.s რიგი რომ მოუწევს მანჯის ვატიტვლებთ და საჯაროდ ვცრით. #ერთადდავამარცხოთკორონა“, – წერენ „მანჯის“ ფეისბუქ გვერდზე.

როგორც რესტორნის ადმინისტრაციაში განმარტავენ, მათ იმედი აქვთ, რომ ამ იდეას სხვა რესტორნებიც გაიზიარებენ და პანდემიის დამარცხებაში სახელმწიფოსა და ერთმანეთს ამ გზით დაეხმარებიან.

შეგახსენებთ, საქართველოში კოვიდ- ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g