LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში მეფუტკრეობის საშემოდგომო ღონისძიება-ბაზრობა გაიმართა

186
259243471-690038818652844-5248044587266561836-n

2021 წლის 22 ნოემბერს, 12:00-ზე, People in Need საქართველოს, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში, ქ. თბილისის მერიასა და კავშირი ასოციაცია „აგორა“-სთან თანამშრომლობით, მოეწყო მეფუტკრეობის საშემოდგომო ღონისძიება-ბაზრობა თბილისში. (მისამართი: თბილისი, ბაგები, წყნეთის გზატკეცილი 63.)

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ყველა კუთხიდან წარმოდგენილი იყო თაფლისა და თაფლის პროდუქტების ფართო არჩევანი. მეფუტკრეებსა და სტუმრებს ჰქონდათ საშუალება, გაცნობოდნენ ბაგების ცენტრის 2022 წლის გეგმებს სერვისის შეთავაზებებისა და საგანმანათლებლო კომპონენტის მიმართულებით.

ამასთან, ბაგების ცენტრის ინიციატივით და დარგის ექსპერტების ჩართულობით, გაიმართა დისკუსია მეფუტკრეობის სფეროში არსებული გამოწვევების ირგვლივ.

დისკუსიის დროს წარმოდგენილი იყო ცენტრში მიმდინარე ტრენინგების შედეგად, SWOT ანალიზის საშუალებით მიღებული საჭიროებების პრეზენტაცია. სტუმრად მოწვეულ სხვადასხვა ინსტიტუტების წარმომადგენლებს მიეცათ საშუალება, გაცნობოდნენ არსებულ გამოწვევებს და საჭიროების შემთხვევაში, ერთობლივად დაეგეგმათ სამომავლო სამუშაო ნაბიჯები.

მსგავსი შეხვედრის ორგანიზებით, ბაგების ცენტრი ადვოკატირებას გაუწევს დარგში არსებულ პრობლემურ საკითხებს სხვადასხვა დონეზე, ხელს შეუწყობს გამოიყენონ ცენტრის შესაძლებლობები და სივრცე, როგორც პლატფორმა სიახლეების ინიცირებისათვის მეფუტკრეობაში.

ცობისთვის, Bagebee-ის მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრი აშენდა და აღიჭურვა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ პროექტის „მეფუტკრეობის მდგრადი განვითარება საქართველოში“ ფარგლებში „People in Need“ საქართველოს, კავშირი ასოციაციის „აგორა“-სა და თბილისის მერიის პარტნიორობით.

 

BageBee Centre-ის სტრატეგიული ხედვა ეფუძნება სასოფლო/საქალაქო კავშირს, მდგრად სოფლის მეურნეობასა და ,,თბილისი, როგორც მწვანე ქალაქის“ ხედვას; BageBee Centre-ის მთავარი პრინციპებია გარემოს დაფასება, მდგრადი რესურსის გამოყენება და ეკონომიკური ზრდა; BageBee Centre-ის მთავარი მიზანია, ემსახურებოდეს ძირითად როლს საქართველოს მეფუტკრეობის სექტორის ზრდაში.

მოკლედ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შესახებ

საქართველო არის ჩეხეთის განვითარების ერთ – ერთი პარტნიორი. ბოლო 10 წლის განმავლობაში, ეს თანამშრომლობა დაიწყო ჰუმანიტარული დახმარებით ომის შემდგომი რეკონსტრუქციის გზით და მოვიდა დღევანდელ სახემდე, რომელიც მხარს უჭერს სტაბილურობას და საქართველოს ევროკავშირში წარმატებით ინტეგრაციას.

ორგანიზაცია People In Need საქართველოში შესახებ

People In Need (PIN) არის ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული თავისუფლებების დასაცავად კრიზისულ რეგიონებში მთელ მსოფლიოში და ეწევა ჰუმანიტარულ დახმარებას, აგრეთვე დახმარებას განვითარების მიზნით. PIN საქართველოში 2005 წლიდან მუშაობს და მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, ხელს უწყობს დაუცველი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციას და სოფლის მეურნეობის გაძლიერებას.

პროექტის შესახებ “მეფუტკრეობის მდგრადი განვითარება საქართველოში ”

PIN-ის პროექტი ”მეფუტკრეობის მდგრადი განვითარება საქართველოში 2018 -2021” მიზნად ისახავდა ქვეყნის მეფუტკრეობის სექტორის გაძლიერებას და მეფუტკრეობის რეგიონალური ცენტრის (შემდგომში მოიხსენიება როგორც BageBee Center) შექმნას და შემდგომში მდგრადობის ხელშეწყობას. ცენტრი აშენდა და აღიჭურვა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით კავშირი ასოციაციის „აგორა“-სა და თბილისის მერიის პარტნიორობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები