LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი გაიმართება

172
სიმპოზიუმი

2023 წლის 23 ივნისს, 10:30 სთ-დან 16:00 სთ-მდე, სასტუმრო „ბილტმორში“ (მისამართი: რუსთაველის გამზირი 29, 10:30-16:00 სთ) მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი გაიმართება.

ორგანიზატორების ცნობით, ღონისძიების მიზანი მეწარმეებისთვის ახალი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და პრობლემატური საკითხების შესახებ ცნობადობის ამაღლებაა.

მოწვეული სპიკერები – სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფ. იურიდიული ფირმა Colliers Georgia Legal, მმართველი პარტნიორი – ლაშა ცერცვაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე – ქეთევან მესხიშვილი,  საქართველოს ფინანსთა მინისტრის მრჩეველი – ზურაბ ძნელაშვილი მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის მოთხოვნებზე, საგადასახადო დავალიანებისა და რისკების მართვაზე, გადახდისუუნარობის შესახებ კანონის ზოგად ასპექტებსა და გამოწვევებზე ისაუბრებენ.

სიმპოზიუმს  „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის“ თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი, თეა ადუაშვილი და სამართლის დოქტორი, პროფესორი „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ გამგეობის თავმჯდომარე, ნინო ლიპარტია გახსნიან.

მეწარმეებს სპიკერებისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა ექნებათ. ღონისძიების დასასრულს კი ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცემა.

ცნობისთვის,  სიმპოზიუმი „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის“, „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“ და „იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g