LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, მეზობლებს შორის ურთიერთშელაპარაკებისას ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

144
პოლიცია

თბილისში, საბურთალოზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მეზობლებს ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ, რის შემდეგაც, ერთ-ერთმა მეორეს, დანით დაზიანებები მიაყენა.

დაჭრილი მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი, მეორე პირი კი სამართალდამცავებმა დააკავეს.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები