თბილისში მინერალური ქვების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორები ასტრო-ეზოთერული ცენტრი და მინერალური ქვები GeoAstro არიან. როგორც ”ფორტუნას” GeoAstro-ს დამფუძნებელმა, კელიმ განუცხადა, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სულ მცირე 25 კილოგრამი ქვა და სხვადასხვა სამკაულები.
”ის ვინც მოვა გამოფენაზე, შესაძლებლობა ექნება შეიძინოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი ულამაზესი, მინერალური ქვები. ასევე, სამკაულები, კრისტალები, მინანქარი. გასაყიდი პროდუქციის ფასები 5 ლარიდან 170 ლარამდე იქნება”, – აღნიშნა კელიმ.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული გამოფენა-გაყიდვა თავდაპირველად მეგობრული წრისთვის კეთდებოდა, თუმცა საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ამის გამო, ის უფრო მასშტაბური იქნება.
როგორც GeoAstro-ს დამფუძნებელმა განმარტა, აღნიშნულ ქვებს ძირითადად ასტროლოგიური დატვირთვის გამო ყიდულობენ.
მინერალური ქვების გამოფენა-გაყიდვა კვირას, 17 აპრილს ასტრო-ეზოთერულ ცენტრში გაიმართება.